„დავიცვათ ბუნება, დავიცვათ ჯანმრთელობა“ - ზემო ქედის N1 სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს 
27-04-2023
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სასკოლო პროექტის - „დავიცვათ ბუნება, დავიცვათ ჯანმრთელობა“ ფარგლებში დედამიწის დღე აღნიშნეს.

მოსწვლეები მრავალფეროვან აქტივობებში ჩაერთნენ, მათ შორის შეასრულეს ნახატები, მოაწყვეს პრეზენტაცია, გარემსოდაცვით თემებზე შექმნილი ნამუშევრები თვალსაჩინო ადგილას გამოფინეს, ასევე დაასუფთავეს სკოლა და მისი მიდებარე ტერიტორია. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203