„დაეხმარე გაახარე“ - აღდგომის დღესასწაულისადმი მიძღვნილი სოციალური პროექტი დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში
27-04-2023
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლაში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველთვის განსაკუთრებულად აღინიშნება. 

დღესასწაულთან დაკავშირებით, სკოლაში არაერთი შემეცნებითი თუ ქველმოქმედებითი ღონისძიება იმართება. ამჯერად, სკოლაში, თვითმმართველობის ინიცირებული პროექტი - „დაეხმარე გაახარე“, განხორციელდა

მოსწავლეებმა ამ დღის არსზე ისაუბრეს და მისი რეგლიგიური მნიშვნელობა გაიაზრეს. 

„დღესასწაულის დამდეგს უმრავლესი მოსწავლე ეზიარება, ვაწყობთ გამოფენას, ვეხმარებით გაჭირვებულებს და ა.შ. დავეხმარეთ მოხუცებს, ვისაც ტაძარში მისვლა არ შეეძლო, მათ მამა თეიმურაზთან ერთად ვესტუმრეთ, რომელმაც ისინი აზიარა. უდიდესი სიხარულით შეხვდნენ მოხუცები ამ ღონისძიებას, ხუთ ოჯახში ვიყავით და ცხრა მოხუცი აზიარა მამა თეიმურაზმა. ასევე მამა თეიმურაზთან ერთად კიდევ ერთი კეთილი საქმე გავწიეთ,  ვაკურთხეთ მიცვალებულთა საფლავები, მაგალითად ზურაბ ფეიქრიშვილის, რომელიც აფხაზეთის ომში გარდაიცვალა, მშობლები აღარ ჰყავს და მისი სახლიც უკვე გაყიდულია. ვაკურთხეთ გარდაცვლილი მასწავლებლების საფლავები, რომელთა შვილებიც აღარ ცხოვრობენ სოფელში და ა.შ.

სკოლაში, სოციალური პროექტით დასაქმებული კადრები წარმატებით მუშაობენ . ქეთი საგინაშვილთან ერთად ბავშვები კითხულობენ ბიბლიას და აწყობენ კონკურსებს. აღსანიშნავია, რომ სკოლას უკვე ჰყავს პატარა მხატვრები, რომლებიც ასრულებენ საინტერესო ნამუშევრებს, ალამაზებენ სკოლის ინტერიერს და აქტიურად მონაწილეობენ კონკურსებში, დახატეს ბიბლიიდან საინტერესო სურათები“, - გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203