ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი კვირეული მოეწყო.
კვირეულში, პედაგოგები მასწავლებლები და დირექტორი მარინე ტაბატაძე აქტიურად მონაწილეობდნენ.
მოსწავლეებმა არაერთი საინტერესო აქტივობა ჩაატარეს, გარემოსდაცვით თემებზე მრავალფეროვანი პლაკატები დაამზადეს და სასკოლო გარემოში გამოფინეს.
ბავშვებმა, ბუნების დაცვას პოპულარიზაცია გაუწიეს და თანატოლებს ეკოცნობიერების ამაღლებაში დაეხმარნენ.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: