დედამიწის დღისადმი მიძღვნილი მრავალფეროვანი კვირეული რატევანის საჯარო სკოლაში
27-04-2023
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რატევანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი კვირეული მოეწყო.
კვირეული საზოგადოებრივ-მეცნიერებათა კათედრის, თვითმმართველობის, სამოქალაქო კლუბის და ეთიკა-ესთეტიკური კათედრის დახმარებით ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა მრავალფეროვანი პოსტერები შექმნეს და პრეზენტაციები მოამზადეს, რომლებიც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს.
სკოლაში, კვირეულის დასასრულს შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დედამიწის დღესთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს, პარალელურად სკეტჩი -„დედამიწა ავადაა“, წარმოადგინეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავების აქცია მოაწყვეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.