ტაბაკინის საჯარო სკოლის ეკოკომიტეტის წევრები, გარემოსდაცვითი პროექტის ფარგლებში, საინტერესო აქტივობებში არიან ჩართულნი
27-04-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში წარმატებით მუშაობს ეკოკომიტეტი, რომლის წევრები ეკოლოგიურ საქმიანობაში აქტიურად არიან ჩართულნი. 

ამჟამად, სკოლაში პროექტის -  „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხორციელდება. 

ეკოკომიტეტის წევრებმა ისაუბრეს რა არის ნარჩენი, როგორი ნარჩენი არსებობს, რა განსხვავებაა ნარჩენსა და ნაგავს შორის. ასევე, იმუშავეს სახალისო აქტივობაზე - „გამოიცანი ნარჩენი“ .

შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში. ბავშვებმა ნახეს ვიდეოფილმი  სახელწოდებით - Sorry და შეავსეს ფილმის ანალიზის ფურცელი, სადაც გამოიკვეთა რა არის ფილმის მთავარი სათქმელი.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203