კურტლარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი აქტივობა მოაწყვეს
27-04-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურტლარის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვითი აქტივობა ჩატარდა. 

მოსწავლეებმა, სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და გაიაზრეს თუ რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა.

სკოლაში გააზრებული აქვთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა ეკოცნობიერების ამაღლება და მათში გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის გააზრება. 

„სამყარო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, სამყარო ჩვენს გარშემო არის ძალიან ლამაზი, მდიდარი და ფერადი. ამ სამყაროს ბუნება ჰქვია. სინამდვილეში, ჩვენ თვითონ ვართ ბუნების ნაწილი. ბუნება ყველაფრის დედაა. ტყეების განადგურება და გარემოს დაბინძურება გავლენას ახდენს მცენარეთა ცხოვრებაზე, რის შედეგადაც ის საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი, ამ მიზეზების გამო, ბუნების დაცვა ჩვენი პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ხეების მოჭრას, ცხოველებისა და მცენარეებისა და დარგული კულტურების განადგურებას, კლიმატის ცვლილებას და ა.შ. ეკოლოგიური კატასტროფისკენ მივყავართ. ყველა ბავშვმა ბავშვობიდანვე უნდა იცოდეს თავისი მოვალეობა ბუნების მიმართ, უნდა უყვარდეს და დაიცვას ის. ბუნება გვკვებავს, გვაძლევს წყალს, გვმოსავს, გვკურნავს, თითოეული მოქალაქის ვალია უზრუნველყოს მისი ლამაზი და ბედნიერი მომავალი და დაიცვას ბუნება,“ - ერთხმად აღნიშნავენ სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები და საზოგადოებასაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203