დანდალოს N1 საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა გასვლითი ტრეინინგი ჩაატარეს
27-04-2023

იაკობ გოგებაშვილის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დანდალოს N1 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო კლუბის წევრებმა გასვლითი ტრეინინგი ჩაატარეს. 

ტრენინგი, 13 აპრილს, პროექტ- „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“, ფარგლებში ხარაულის საჯარო სკოლაში გაიმართა თემაზე - „ადამიანის უფლებები“. 

თანატოლთა ტრეინინგს, ამავე სკოლის მოსწავლეები: ლიზი გოგიაშვილი, მართა არძენაძე და დიანა ბერიძე, უძღვებოდნენ.

მომხსენებლებმა, აღნიშნულ თემაზე, საინტერესო პრეზენტაციით განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა:

  • ადამიანის უფლებების იდეა;
  • ადამიანის უფლებების ზოგადი არსი;
  • სახალხო დამცველის ინსტიტუტი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, შეხვედრა ინტერაქციული და ძალიან ნაყოფიერი იყო.

აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა ამერიკული ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) დაფინანსებული პროექტის - „დემოკრატიული ღირებულებების გაძლიერება სამოქალაქო ქსელის მეშვეობით აჭარაში“, ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ორგანიზატორი „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, გახლდათ.

დანდალოს N1 საჯარო სკოლა წარმოადგენს აღნიშნული პროექტის პარტნიორ სკოლას, რომელიც კონკურსის წესით შეირჩა.

სამოქალაქო კლუბის „ფენიქსის“, ხელმძღვანელები: ლევან ავალიანი და თამუნა ბერიძე გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:

 

 

 

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203