აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა მნიშვნელოვან მოვლენასა და თარიღს აღნიშნავენ. ისინი ასევე სხვადასხვა პროექტსა და აქტივობაში მონდომებით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლის მოსწავლეები აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით გამართულ, „ქართული ენის“ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობდენ.
აღნიშნულ დღეს ჩატარდა სწრაფი კითხვა - „ვეფხისტყაოსანში“, სადაც სკოლის მოსწავლე - მარიამ ბებოშვილი მონაწილეობდა, ხოლო კალიგრაფიის კონკურსში კი მოსწავლე - ტესა კუჭუხიძე.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონკურსის მონაწილე მოსწავლეები სერტიფიკატით დაჯილდოვდნენ.
დღე ნაყოფიერი და ხალისიანი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და კონკურსები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: