ახკერპის საჯარო სკოლაში დედამიწის დღეს საინტერესო ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახკერპის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოვლენა და თარიღი აქტიურად აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს.

მათ აღნიშნულ დღეს ღონისძიება მიუძღვნეს, სადაც მუსიკალური ნომრები - ცეკვები, სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

მოსწავლეებმა ღონისძიებაზე შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაისმახურეს.

მათ საჭირო ცოდნა მიიღეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203