მატნის N1 სკოლის ეზოში, გარემსოდაცვითი პროექტის ფარგლებში, გამწვანების აქცია მოეწყო
27-04-2023
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამჟამად, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, მატნის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის ინიციატივით, ხორციელდება პროექტი  - „მწვანე ბილიკები“. პროექტს ნ. პოპიაშვილი ხელმძღვანელობს. 

პროექტის ფარგლებში, სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო. აქციაში მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა, მასწავლებლებმა და ასევე სკოლის დირექციამ.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აქციის მიზანი იყო ბუნების დაცვა და ჯანსაღი გარემოს შექმნა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203