.jpg)
შესაბამისად, სკოლაში ჩატარდა დედამიწის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მაიკო ბჟალავა და ნუცა ლაგვილავა.
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობით. მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, გააკეთეს ჩანახატები პლაკატის სახით, წაიკითხეს ლექსები და ფრაზები, დარგეს ხეები და ყვავილები და, ასევე, დაასუფთავეს სკოლის ეზო.
დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა.
იხილეთ ფოტოები: