დიდი დმანისის საჯარო სკოლა, უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტს - „წიგნიერება“ ახორციელებს
27-04-2023
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი დმანისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობენ და ბავშვებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ. 

ამჟამად, სკოლა ილიას სხელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ გოგონებთან ერთად, საინტერესო პროექტს - „წიგნიერება“ ახორციელებს. მოსწავლეებს სტუდენტები წიგნის შექმნაში ეხმარებიან.

პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულნი საბაზო განათლების პროგრამის მონაწილე ლიდერი მასწავლებლები - ხათუნა ოქრიშვილი და იზა ნინიაშვილი.

შექმნილ წიგნს მოსწავლეები Scratch პროგრამაში გააციფრულებენ. შემდეგ კი უკვე ილიაუნიში იგეგმება პრეზენტაცია. 

24 მარტს, სკოლაში გაიმართა წიგნიერებასთან დაკავშირებული შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად.

მუშაობა წარიმართა პროექტის ფარგლებში. მონაწილეობენ III - VI კლასის მოსწავლეები, იზა ნინიაშვილისა და ხათუნა ოქრიშვილის ხელმძღვანელობით.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203