
იაგო მიქელაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის საჯარო სკოლაში, არაერთი საგანმანათლებლო ღონისძიება ეწყობა, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებიან და სხვადსხვა მიმართულებით საოცარ ნიჭსა და უნარსაც ავლენენ.
ამჯერად, ხელოვნების მასწავლებლის, მალხაზ მიქელაძის ხელმძღვანელობით სკოლაში კიდევ ერთი მოტივაციის მიმცემი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე, II-VIII კლასის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებში ამაღლებული განწყობა შეინიშნებოდა, ისინი შთაბეჭდილებებსა და სამომავლო ჩანაფიქრებს ემოციურად უზიარებდნენ ერთმანეთს.
სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგ მალხაზ მიქელაძეს ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისთვის, ხოლო მონაწილე მოსწავლეებს მაქსიმალური ჩართულობის, კეთილგანწყობისა და სასიამოვნო გარემოს შექმნისთვის მადლობას უხდის და სამომვალო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები: