პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი და მასწავლებლები საერთაშორისო პროექტში არიან ჩართულნი
27-04-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი, ყოველთვის განვითარებაზეა ორიენტირებული.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება აქტიურადაა ჩართული სასწავლო თუ სოციალურ პროექტებში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას, თანამშრომლობით, პროფესიულ და სხვა მრავალმხრივი უნარების სრულყოფას.
სკოლაში, ყველას გააზრებული აქვს პროექტული სწავლების სიკეთე და მასწავლებელთა ნაწილი ჩართულია eTwinning-ის საერთაშორისო პროექტში, რომლის ხელმძღვანელია ლილი ექსეულიძე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის სახელწოდებაა - „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი სულია“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში, შეიქმნება ელექტრონული წიგნი და პოსტერი, რომელიც ჯანსაღ კვებას და ცხოვრების წესს გაუწევს პოპულარიზაციას.
სკოლიდან პროექტში ჩართულია დირექტორი იზა ღიბრაძე, მოადგილე მზექალა ღიბრაძე, მასწავლებლები: სოფო ჟღენტი, ირინე კვანტრიშვილი, მარეხი გიორგაძე, მადონა ჭყოიძე და მოსწავლეები სამივე საფეხურიდან.