გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში წარმატებით ჩაერთნენ
გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ინიცირებულ პროექტში- „ასე ნანატრი თავისუფლება“, ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ პროექტი, რამოდენიმე მიმართულებას მოიცავდა.
მეათეკლასელებმა თანასწორგანმანათლებლის ამპლუაში მე-7 და მე-8 კლასელებთან ერთად იმსჯელეს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობებზე უკეთესი სამყაროსთვის.
მოსწავლეები შეთანხმდნენ, რომ თავისუფლება მოიცავს პასუხისმგებლობებს. პასუხისმგებლიანი ადამიანები ქმნიან უსაფრთხო მომავალს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებმა, ვიდეორგოლი შექმნეს, პროცესი ძალიან სახალისო და საინტერესო გამოვიდა, მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.