გომანის საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს ღონისძიება მიეძღვნა
27-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანის საჯარო სკოლაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მოსწავლეები საზეიმო ფორმაში გამოეწყვნენ, საკლასო ოთახში სააღდგომო კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეებმა, სუფრა პასკებით, წითელი კვერცხებით, ჯეჯილითა და სხვადასხვა კერძებით გააფორმეს.
ბავშვების შესრულებით, ქორეოგრაფიულმა და მუსიკალურმა ნომრებმა, ღონისძიება კიდევ უფრო დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი გახადა.
ღონისძიების ბოლოს, მოსწავლეებმა ერთმანეთს დღესასწაული კვერცხების შეჭიდებით მიულოცეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას, კლასის დამრიგებელი გაურიბანდიკიანი ხელმძღვანელობდა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს