ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა წარმატება გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში
27-04-2023
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს.

გუნდურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“, მე-5 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ და საკმაოდ კარგი შედეგებიც აჩვენეს.

მოსწავლეებმა, გაზაფხულის სეზონზე, რეგიონში პირველი ადგილი აიღეს, ჩემპიონატის ფინალში კი, წარმატებით იასპარეზეს.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ წინსვლას უსურვებენ.  

„ვულოცავთ კონკურენტულ ბრძოლასა და გარდამავალ უპირატესობაში დამსახურებულად მოპოვებულ გამარჯვებას და ვუსურვებთ ბევრჯერ ესახელებინოთ მშობლიური სკოლა და მისი პედაგოგები“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203