„გაზაფხულია“ - შთამბეჭდავი ღონისძიება კულიკამის საჯარო სკოლაში
27-04-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კულიკამის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების თემა - „გაზაფხულია“, გახლდათ. 

საზეიმოდ გამოწყობილმა მოსწავლეებმა, საგანგებოდ მორთულ და გალამაზებულ სცენაზე, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ნომრებით გაჯერებული წარმოდგენა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა, სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზეს, მუსიკალურმა და ქორეოგრაფიულმა წარმოდგენამ, სანახაობა კიდევ უფრო საზეიმო და სადღესასწაულო გახადა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა ემოციების გაზიარებასა და მათი შემოქმედებითი უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ეთმობა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203