სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლე ლუკა გორგილაძე საგანმანათლებლო პროექტში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
27-04-2023
აბესალომ აბაშიძის სახელობის ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ სხალთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში, აქტიურად მონაწილეობენ და წარმატებასაც აღწევენ.
ამჯერად, გამომცემლობა „ინტელექტის“ მიერ გამოცხადებულ ლიტერატურულ კონკურსში -„დაწერე გაკვეთილების შედეგ საკითხავზე“, VII კლასის მოსწავლე - ლუკა გორგილაძე დაჯილდოვდა.
სასკოლო საზოგადოება, გამომცემლობის მთავარ რედაქტორს - ზვიად კვარაცხელიას ამ მეტად საინტერესო კონკურსისათვის, გიორგი ლიპარიშვილს და თამარ გეგეშიძეს თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისათვის და ლუკას მასწავლებელს მაია კონიაშვილს მადლობას უხდის, ლუკას კი მიღწეულ წარმატებას ულოცავს და ცხოვრების ყველა ეტაპზე წინსვლას უსურვებს.
სკოლაში, მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და წარმოჩენას დიდი ყურადღება ეთმობა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს