პტენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედამიწის დღე საინტერესოდ აღნიშნეს
27-04-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

რა თქმა უნდა, მოსწავლეებმა ხალისით აღნიშნეს დედამიწის დღე. მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე პლაკატები შექმნეს, ეკოლოგიური დაბინძურების დამღუპველ შედეგებსა და პრევენციის გზებზე ისაუბრეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203