სენაკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დედამიწის დღეს საინტერესო აქტივობები მიუძღვნეს
გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.
სკოლის I
დ კლასის მოსწავლეებმა, მასწავლებლის - ნ.დამენიას ხელმძღვანელობით, აღნიშნულ დღეს სხვადასხვა აქტივობა მიუძღვნეს.
მათ თემატური პლაკატები, ნახატები და კედლის გაზეთი შექმნეს.
„მოსწავლეები ხალისით, ინტერესითა და მონდომებით აფერადებდნენ დედამიწას ისე, როგორც თვითონ წარმოედგინათ“, - გვიყვებიან სკოლაში.
მათ შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
პედაგოგმა მათ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ასევე საინტერესო ინფორმაცია გააცნო, რომელიც მოსწავლეებმა ინტერესით მოისმინეს.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ვიდეო: