ეშტიის N2 საჯარო სკოლაში მათემატიკისა და ფიზიკური აღზრდის საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილი ჩატარდა
27-04-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N2 საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო და მრავალფეროვან ინტეგრირებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის I კლასში ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკისა და ფიზიკური აღზრდის საგნებში ჩატარდა.

აღნიშნული გაკვეთილის თემა მათემატიკაში – „გეომეტრიული ფიგურები, კანონზომიერება“, ხოლო  ფიზიკურ აღზრდაში - „სიჩქარე და ყურადღება“ იყო.

მოსწავლეებმა საგაკვეთილო თემის ფარგლებში, კლასში სხვადასხვა სპორტული აქტივობა მონდომებით, ინტერესითა და ხალისით შეასრულეს.

გაკვეთილს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - ნინა კარაპეტიანი და ვარდიტერ გრაბსკაია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203