სენაკის N1 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა დედაენის დღე შემოქმედებითი და საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
27-04-2023

გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლაში დედაენის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლის მე-2 კლასში, მოსწავლეებმა პედაგოგ მ.ჩაჩავას ხელმძღვანელობით, მშობლიური ენის დღეს პატივი მიაგეს.

„მხოლოდ დედაენაზე შეიძლება ილოცოს ადამიანმა გულმხურვალედ“ - ეს სიტყვები ლაიტმოტივად გასდევდა აღნიშნულ დღეს.

ამ დღის აღსანიშნავად, სკოლაში გაიმართა იაკობ გოგებაშვილის შემოქმედებიდან შერჩეული ტექსტებით კალიგრაფიისა და მხატვრული კითხვის კონკურსი.

აღნიშნულ კონკურსის გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.

მოსწავლეებმა ასევე, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ანბანის ასოებით მოწიწებით შეამკეს ანბანის ხე.

აქტივობაში ისინი ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203