დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე დავით კვარაცხელიამ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ინგლისურენოვანი პრეზენტაცია გამართა
27-04-2023

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესოდ აღინიშნა.

სკოლაში მე-9 კლასის მოსწავლემ - დავით კვარაცხელიამ, პედაგოგ იზოლდა დანელიასთან ​ერთად, აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პრეზენტაცია ინგლისურ ენაზე წარადგინა.

მოსწავლემ ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და თანაკლასელებს საინტერესო ინფორმაციები გააცნო.

საგაკვეთილო პროცესი საინტერესო და ინფორმაციული იყო.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამიტომ ამ მიმართულებით არაერთი ღონისძიება თუ აქტივობა იმართება. 

დედამიწის დღე ყოველწლიურად,  22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203