
ამჯერად, სკოლაში სახელმწიფო ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე უფროსკლასელებმა 1978 წლის 14 აპრილის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ცოდნა აიმაღლეს.
„პატარებმა, ღონისძიებაზე ლექსები წაიკითხეს და სიმღერები შეასრულეს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ ღონისძიებაზე შემოქმედებითი ნიჭი და უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აქტივობაში ისინი ხალისით, ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.
14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.
1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.