ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
27-04-2023

ბათუმის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივი განვითარებისა და ცოდნის ამაღლების მიზნით, სხვადასხვა საინფორმაციო, საგანმანათლებლო შეხვედრები ეწყობა.

ამჯერად, სკოლაში მოსწავლეებთან, ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, 25 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შედგა.

„შეხვედრაზე აჭარის რეგიონში საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა  - ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგების და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობების და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს გაკეთებულ განაცხადზე, ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.

„მომხსენებელმა, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.  შეხვედრაზე ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ERASMUS + გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსია გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის და მათ ცოდნას მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ უმაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203