„დედამიწა ჩვენი სახლია!​“ - ჩქუმის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს
27-04-2023

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით, კი არაერთი ღონისძიება იმართება. მოსწავლეებიც აქტიურობით გამოირჩევიან და გარემოსდაცვით საქმიანობაში ხალისით არიან ჩართულნი. 

შესაბამისად მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ისეთი გარემოსდაცვითი დღესასწაული, როგორიც დედამიწის დღე. ამ დღეს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა, რომელმაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, წარმატებით ჩაიარა. 

მოსწავლეებმა გარემოსდაცვით თემებზე ნამუშევრები შექმნეს და საზოგადოებას ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდეს. მათ გზავნილები - „დედამიწა ჩვენი სახლია! მოვუაროთ დედამიწას!“ გააჟღერეს. 

დედამიწის დღე 22 აპრილს აღინიშნება. ამ მასშტაბური მსოფლიო კამპანიის მთავარი მიზანი კი პლანეტის მოფრთხილებისკენ მოწოდებაა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203