„დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში“- ხონის N2 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა დაუვიწყარი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია
27-04-2023
აკაკი ჩხენკელის სახელობის ხონის N2 საჯარო სკოლის მე-4ბ კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო სასწავლო შემეცნებითი ტური მოეწყო.
მეოთხეკლასელები, დამრიგებლის - ნანა ლეჟავას ხელმძღვანელობით, ზუგდიდის დადიანების სასახლესა და ბოტანიკურ ბაღს ესტუმრნენ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ექსკურსიაში გათვალისწინებული იყო სასწავლო პროგრამაში - „დადიანების ბაღი და ეკოლოგია“, მონაწილეობა.
მოსწავლეები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შეთავაზებულ საგანმანათლებლო პროგრამაში ინტერესით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
„2023 წლის 19 აპრილი, არის დღე, რომელიც დიდხანს დარჩება ჩვენს მეხსიერებაში! დღე, რომელიც სავსე იყო ინფორმაციულად, სანახაობრივად და ინტერაქტიული აქტივობებით. იყო ემოციების ზღვა და რაც მთავარია, განსაკუთრებული მადლობა და შექება პროგრამის ხელმძღვანელობიდან მოსწავლეთა მიმართ. ვამაყობ თქვენით ჩემო „გენიოსებო“!“- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ნანა ლეჟავა.
უნივერსიტეტების ნგრევის მაგივრად ფინანსური რესურსების მობილიზაცია რომ გქონოდათ, არ დაგჭირდებოდათ კორპუსების გაყიდვაზე საუბარი, არც დეკონცენტრაციაზე საუბარი
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს