ვალის N4 საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაში გაიმართა
27-04-2023
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას. ამ მიზნით არაერთი ღონისძიება იგეგმება და ხორციელდება. 

ამჯერად, სპორტისა და ესთეტიკის კათედრის ორგანიზებით და სპორტის მასწავლებელ გელა აზირაშვილის ხელმძღვანელობით, სკოლაში სპორტულ-გასართობი თამაში - „მხიარული სტარტები“ ჩატარდა. მოსწავლეებმა ხალისით  მიიღეს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში. ორ ნაწილად გაყოფილი მოსწავლეთა გუნდები ერთმანეთს შეეჯიბრნენ ბურთის კენწვლაში, ტომრებით ხტუნვაში, ჰულა-ჰუპით წრის შემოვლასა და სხვადასხვა წინააღმდეგობის გადალახვაში.

შეჯიბრს ჰყავდა ჟიური, რომელიც აფასებდა მონაწილეთა გამოსვლას და ანიჭებდა ქულას. შესაბამისად, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი. მოსწავლეებს გადაეცათ პირველი და მეორე ადგილის შესაბამისი სიგელები.

„მხიარული სტარტები“ ხალისიანად, შემართებით და მხიარულად მიმდინარეობდა. სკოლის დირექტორმა ორგანიზატორებს და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და მომავალშიც წარმატებები უსურვა“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203