
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე დადებითად აისახება.
შესაბამისად სკოლაში ღონისძიებით აღინიშნა გაზაფხულის პირველი დღესასწაული - დედის დღე.
გაზაფხულის ეს უმშვენიერესი დღესასწაული I კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ნინო გოგოლაძის ხელმძღვანელობით, საკლასო, თბილ გარემოში დედების ჩართულობით აღნიშნეს. ღონისძიბას ლაიტმოტივად გასდევდა სიტყვები - „ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე, მაგრამ დედა კი მხოლოდ ერთია!“
შვილები და მშობლები სხვადასხვა აქტივობებში ჩაერთნენ და ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს.
მათ შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები.
„ბავშვებმა 3 მარტი დღე დედებს განსაკუთრებულად მიულოცეს, საინტერესო იყო ეს დღე პატარებისათვის და მათი დედებისათვის“,- გვეუბნებიან სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: