გომაროს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის დღე საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობებით აღნიშნეს
27-04-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მეტად საინტერესო და წარმტაცი აქტივობებით სწავლობენ. მასწავლებლები გაკვეთილების გამრავალფეროვნებას ყოველდღიურად ცდილობენ და მოზარდებს სხვადასხვა აქტივობასა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, გომაროს საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის მასწავლებლის ნათია არსენაშვილის ხელმძღვანელობით, English Language Day (ინგლისური ენის დღე) და ცნობილი ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის უილიამ შექსპირის დაბადების თარიღი აღნიშნეს. 

მათ ისაუბრეს ინგლისური ენის ისტორიაზე, ასოთა მოხაზულობა გარდასახვაზე და სიტყვათა სწორად წარმოთქმაზე, ასევე ისაუბრეს დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წარმომადგენლის უილიამ შექსპირის ცხოვრება-მოღვაწეობაზე და მის სონეტებზე.

ინგლისური მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოყენებადი ენაა, ამიტომ სკოლაში კარგად ესმით მისი სიღრმისეულად სწავლების მნიშვენლობა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203