დმანისის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.
სკოლის მოსწავლეები აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ.
აქციის ფარგლებში, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს დმანისის ნაქალაქარის მიმდებარე ტერიტორია.
„მათ ასევე სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს და მასწავლებლებთან ერთად, ყვავილები, მარადმწვანე ნარგავები დარგეს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღნიშნულ აქტვიობებში მეათეკლასელები დიდი მონდომებით მონაწილეობდნენ.
დედამიწის დღემ სკოლაში საინტერესოდ და მხიარულად ჩაიარა.
დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები.
იხილეთ ფოტოები: