შავღელეს საჯარო სკოლაში პედაგოგ შორენა დავითაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
27-04-2023

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების მიზნით, პედაგოგები საინტერესო აქტივობებსა და გაკვეთილებს ატარებენ.

ამჯერად, მე-2 და მე-4 კლასებში ბუნების გაკვეთილზე პედაგოგ შორენა დავითაძის ხელმძღვანელობით, სკოლის ეზოში სახალისო ვიქტორინა ჩატარდა.

მოსწავლეები აღნიშნულ აქტივობაში ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან ისინი კითხვებს ხალისიანად სცემდნენ პასუხებს.

მათ შესაძლებლობები შესანიშნავად გამოავლინეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც პედაგოგი გვიყვება, ვიქტორინის დროს, მას მე-4 კლასის დამრიგებელი -  ნაზი ბოლქვაძე დაეხმარა.

ხოლო, მე-2 კლასელებთან ჩატარებულ ვიქტორინაში კი მას მშობელი და ინგლისურის მასწავლებელი: ქეთო დარჩიძე, ქეთო ტარიელაძე ეხმარებოდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203