„ჩვენ გვახსოვს გმირები“ - ქვილიშორის საჯარო სკოლის მეშვიდეკლასელთა საინტერესო კლასის საათი
27-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა 9 აპრილი. 

10 აპრილს, მე-7 კლასში ჩატარდა  კლასის საათი თემაზე: „9 აპრილი, ჩვენ გვახსოვს გმირები“. ღონისძიებას ორგანიზება კლასის დამრიგებელმა - ნინო ყურაშვილმა გაუწია. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები გაეცნენ დაგეგმილი ღონისძიების მიზანს. მოზარდებმა გააცნობიერონ უმნიშვნელოვანესი თარიღის მნიშვნელობა ჩვენი ერის უახლოეს ისტორიაში და1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებზე ისაუბრეს. 

გამოწვევის ფაზაზე მოსწავლეებმა უყურეს დოკუმენტურ  ფილმს 9 აპრილზე. რათა უფრო მეტად შეეგრძნოთ ამ დღის მნიშვნელობა.

ბავშვებმა მოისმინეს 9 აპრილის სიმბოლო ლელა ვეფხვაძის მიერ შესრულებული სიმღერა - „დაუკარით“. გაეცნენ მისი შესრულების ისტორიას. რის შედეგად მოსწავლემ დავით ახალაძემ სურვილი გამოთქვა შეესრულებინა სიმღერა.

„ღონისძიებით, მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ თუ როგორ მსხვერპლს სწირავდნენ ქართველები საქართველოს თავისუფლებას“,- გვეუბნებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203