ბათუმის N8 საჯარო სკოლის მე-9 კლასში სადამრიგებლო პროექტი - „თანაგანმანათლებელი“ მიმდინარეობს
27-04-2023
ბათუმის N8 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში სხვადასხვა პროექტი წარმატებით ხორციელდება.

ამჯერად, სკოლის მე-9 კლასში მიმდინარე სადამრიგებლო პროექტი - „თანაგანმანათლებელი“ აქტიურ ფაზაშია.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტი სექტემბრიდან დაიწყო და მიზნად ისახავს კლასსაათების პოპულარიზაციას და საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების, მშობლების აქტიურ ჩართვას.

„თითოეული თემა კლასის დამრიგებლის - ია ბლაგიძის დაგეგმილია, ხოლო მისი ჩატარება მონაცვლეობით მოსწავლეებსა და მშობლებს ევალებათ, დამრიგებელი კი აწვდის საჭირო მასალას, აძლევს მიმართულებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ამჯერად, სკოლაში საინტერესო შეხვედრა კლასის მშობელმა, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წარმომადგენელმა სალომე მიქელაძემ ჩაატარა.

შეხვედრაზე მან მოსწავლეებთან ერთად, აქტუალური თემა - „ჩემი როლი დედამიწის გადარჩენაში“ განიხილა.

„ის შეეხო პრობლემატიკას, რაც დღეს დედამიწას აწუხებს. ისაუბრა აღნიშნული პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, შემდეგ კი თითოეულმა მოსწავლემ იმსჯელა საკუთარი, როგორც მოქალაქის როლზე, დანიშნულებასა და ფუნქციაზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგოც სკოლაში გვეუბნებიან, შეხედრაზე ასევე დაასახელა რიგი აქტივობები, რომელთა განხორციელებითაც გარკვეული ნაბიჯი გადაიდგმება დედამიწის გადასარჩენად.

„მადლობა სალომეს პროექტში ჩართულობისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებისთვის. დედამიწის გადასარჩენად დაიგეგმა სამომავლო აქტივობებიც აქტივობა მოზარდებში აღნიშნული საკითხის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, საბოლოო ჯამში კი მოსწავლეებს კულტურული და სამოქალაქო შეგნებას უვითარებს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები და პროგრამები მოსწავლეებისა და მშობლების სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის.

იხილეთ ფოტოები:

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203