„გაზაფხული შემოსულა ლენ“ - ქვილიშორის საჯარო სკოლაში საგაზაფხულო ღონისძიება ჩატარდა
27-04-2023

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში, პედაგოგები მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებასა და შემოქმედებითი უნარების განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა ღონისძიება და აქტივობა იმართება.

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ ნათია ფაჩუაშვილის ხელმძღვანელობით, საგაზაფხულო ღონისძიება - „გაზაფხული შემოსულა ლენ“ ჩატარდა, რომელშიც დაწყებითი კლასის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ.

„ბავშვებმა გაზაფხულის დადგომა  პედაგოგებსა და მოწვეულ სტუმრებს ცეკვით, სიმღერითა და ლექსებით მიულოცეს“, -გვიყვებიან სკოლაში.

აქტივობაში ისინი ხალისით, მონდომებით ჩაერთნენ და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სასკოლო საზოგადოება ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203