განძის N1 საჯარო სკოლაში ქართული ენის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიებები ჩატარდა
27-04-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მოსწავლეები პედაგოგთა ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღსა და მოვლენას აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში ქართული ენის დღე აღინიშნა, რომელსაც კვირეული მიეძღვნა.

სკოლაში ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებმა: მაკა ანთაძემ და მზია აკოპიანმა, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში რამდენიმე საინტერესო ღონისძიება ჩაატარეს.

აღნიშნულ დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები - ცეკვები და სიმღერები შესანიშნავად შეასრულეს.

კვირეულის ფარგლებში, ასევე ლიტერატურული საღამო, ქართული ენის კალიგრაფიის კონკურსი და ნახატების გამოფენა მოეწყო.

მოსწავლეები აქტივობებში მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები გამოავლინეს.

14 აპრილს, საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წელს, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების აღსანიშნავად დაწესდა.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილიში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203