„მარადიული ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს!“ - პატრიოტული ღონისძიება დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში
27-04-2023
ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს. 

მოსწავლეებმა, დაფაზე  თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირთა ფოტოები გააკრეს, ყვავილებით შეამკეს, სანთლები დაანთეს და ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდებს, დამოუკიდებლობის აღდგენისთვის მადლობა გადაუხადეს. 

ბავშვებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს, საქართველოს ისტორიაში ეს ტრაგიკული თარიღი, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გარდამტეხი როლი ითამაშა.

„მარადიული ხსოვნა 9 აპრილს დაღუპულ გმირებს!“ - ასეთი იყო მოსწავლეთა გზავნილი. 

ღონისძიებას, მასწავლებლები: მაყვალა ბოჭორიშვილი და მადონა ტოკლიკიშვილი ხელმძღვანელობდნენ. 

ცნობისთვის, 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში ტრაგედია დატრიალდა, რაც გამოიხატა საბჭოთა არმიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის ძალისმიერ დარბევაში. შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და 427 კი, დაშავდა. 9 აპრილი კი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის გარდამტეხი თარიღი გახდა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203