ქუთაისის N12 სკოლის მოსწავლეებს გასვლითი გაკვეთილი ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში ჩაუტარდათ
27-04-2023

ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ პედაგოგები მათ საინტერესო აქტივობებსა და მრავალფეროვან გასვლით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-4 კლასის მოსწავლეები პედაგოგ ეკა მაჩიტაძესთან ერთად, ქუთაისის ისტორიულ მუზეუმს ეწვივნენ, სადაც საინტერესო პრეზენტაცია გაიმართა.

გაკვეთილის თემა: „მუზეუმი, განძი, წინაპარი“ იყო, რომელიც არაფორმალურ გარემოში შეაჯამეს.

მოსწავლეებმა პრეზენტაციაზე ოჯახებში დაცული უძველესი ნივთები წარადგინეს და მათ ისტორიაზე ისაუბრეს.

პრეზენტაციას მუზეუმის წარმომადგენლები, დაწყებითების კათედრის წევრები და მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი გაკვეთილები მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს და საგაკვეთილო პროცესში მათ ჩართულობას ზდრის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203