ჩაოს საჯარო სკოლაში, წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა შორის ლიტერატურული კონკურსი მოეწყო
27-04-2023

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაოს საჯარო სკოლაში წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში სატელევიზიო ლიტერატორული შოუს - „წიგნების თაროს“ ანალოგი მოეწყო, რომელიც პედაგოგებს შორის გაიმართა.

პროექტში მონაწილეობდა, სამი გუნდი.

I გუნდი - გაზაფხული.

გუნდის წევრები:

1.ლეილა მჟავანაძე;
2.ნინო ბერიძე;
3.ირინე ბერიძე.

II გუნდი- ჩაო

გუნდის წევრები:

1. იზა მელაძე;
2.ნათელა ფევაძე;
3. შავლეგ ცეცხლაძე.

III გუნდი

გუნდის წევრები:

1. გურამ ბოლქვაძე;
2. ნაირა ჯოყილაძე;
3.მზია შავაძე.

აღნიშნული პროექტის წამყვანი კი სკოლის დირექტორი იოსებ აბულაძე გახლდათ.

ჟიურის წევრები კი იყვნენ: გენად ცეცხლაძე, მარგალიტა შაინიძე და ლეილა ბარამიძე.

„წიგნების თარო 2023“, სამი ეტაპისაგან შედგებოდა.

I ეტაპი 9 რაუნდს მოიცავდა:

წამყვანის მომზადებული კითხვები, მონაწილეების წაკითხული, სხვადასხვა მხატვრული თუ კლასიკური ლიტერატურიდან იყო შედგენილი.

II ეტაპი - ქართული ტური: მუსიკა, გეოგრაფია, ისტორია.

III ეტაპი - ზოგადი ტური: მეცნიერება, ხელოვნება, სპორტი, ბლიცი.

ჟიურის გადაწყვეტილებით, მონაწილე გუნდებს შორის გამარჯვებული გახდა, გუნდი - „ჩაო“.

აღნიშნული გუნდის სამივე მონაწილე კი სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის, გამარჯვებული გუნდის - „ჩაოს“ ყველაზე აქტიურ და მოაზროვნე მონაწილეს, იზა მელაძეს, სკოლის დირექტორმა - იოსებ აბულაძემ დიპლომთან ერთად, სიმბოლური საჩუქარი გადასცა.

„მადლობა ყველას - მონაწილეებს, ჟიურის, სკოლის დირექტორს - ბატონ იოსებ აბულაძეს, ნაყოფიერი და წარმატებული დღისთვის. ყველაზე დიდი გამარჯვება, სხვისი წარმატებისა და გამარჯვების აღიარებაა.

სასკოლო საზოგადოება პედაგოგ იზა მელაძეს ამ დამსახურებულ ჯილდოსა და მიღწევას ულოცავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203