„14 აპრილი ქართული ენის - ჩვენი მშობლიური დედაენის დღეა!“ - მრავალფეროვანი კვირეული ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში
27-04-2023
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N2 საჯარო სკოლაში, ქართული ენისადმი მიძღვნილი კვირეული მოეწყო. 

კვირეულში, თითქმის ყველა კლასი მონაწილეობდა, პირველკლასელებმა, წიგნი - „ანბანთქება“, შექმნეს, პედაგოგ თამილა ჭაჭუას ხელმძღვანელობით, კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, რომელსაც ფასილიტატორობდა პედაგოგი ლანა კაკაჩია. 

სკოლაში ასევე, ესეების კონკურსი მოეწყო, რომელსაც პედაგოგი თამუნა სამუშია ხელმძღვანელობდა, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, ასმათ კვარაცხელიას ხელმძღვანელობით, ვეფხისტყაოსნის გმირები გააცოცხლეს, ხოლო კედლის გაზეთი მასწავლებელ შორენა კვირკვიას ფასილიტატორობით დაამზადეს.

დედაენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, დაწყებითი კლასების პედაგოგი, მე-2 - მე-3 გაერთიანებული კლასების დამრიგებელი ლანა კაკაჩია უძღვებოდა.

ღონისძიებაზე, ამ დღის მნიშვნელობაზე, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ასმათ კვარაცხელიამ ისაუბრა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დამსწრე საზოგადოება არ იყო პასიური მსმენელის როლში, თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა აქტივობაში.

ღონისძიების ბოლოს, კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა, ყველა მონაწილეს სიგელი და სამახსოვრო პრიზი გადაეცა.

მე-2 და მე-3 კლასელებმა კი, ლამაზი ღონისძიებით დააგვირგვინეს დღე. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები: მშობლები, მოსწავლეები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი.

„14 აპრილი ქართული ენის – ჩვენი მშობლიურიდედა ენის დღეა!“ -  აღნიშნეს სკოლაში და ეს დღე პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულებმა იზეიმეს. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203