„სკულპტურა XIV-XVI საუკუნეებში“ - დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის მე-7 კლასში კონფერენცია მოეწყო
27-04-2023

ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მრავალმხრივი განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-7 კლასში მასწავლებლის - ჰამესტ  კირაკოსიანის ხელმძღვანელობით, ხელოვნების გაკვეთილზე თემაზე: „სკულპტურა XIV-XVI საუკუნეებში“ საინტერესო კონფერენცია მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კონფერენციის მიზანი მოსწავლეთათვის, ქართველი და უცხოელი მხატვრების და  მოქანდაკეების ნამუშვებრების გაცნობა იყო.

მოსწავლეებმა აღნიშნულ კონფერენციაზე საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები და კონფერენციები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართულობას ზრდის, რაც მათი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203