აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგებს- თამარ ფალავანდიშვილსა და ლეილა დევაძეს განსაკუთრებული მიღწევებისა და ღვაწლისთვის უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ
27-04-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის პედაგოგებს - თამარ ფალავანდიშვილს და ლეილა დევაძეს განსაკუთრებული ღვაწლისთვის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. 

სკოლიდან მოწოდებული ინფორმაციით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2023 წლის 14 მარტის N291575 ბრძანების „განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევების მქონე ღვაწლმოსილი მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის ან/და ზოგად განათლებაში განსაკუთრებული დამსახურების მქონე მასწავლებლისთვის/სპეციალური მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ - შესაბამისად შექმნილმა კომისიამ შეისწავლა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებლის, თამარ ფალავანდიშვილისთვის და დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ლეილა დევაძისთვის მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭების საკითხი. კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დასახელებულ აპლიკანტებს მიენიჭათ სქემით განსაზღვრული უფროსი მასწავლებლის სტატუსი.

სკოლის დირექცია და პედაგოგები მასწავლებლებს სტატუსის მინიჭებას ულოცავენ და წინსვლას უსურვებენ. 

„ვულოცავთ, ქალბატონებს, პედაგოგიური კოლექტივის, მოსწავლეებისა და მათი მშობლების სახელით კარიერულ ზრდას და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203