ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
27-04-2023
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მინით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო აქტივობებში რთავენ და მათი ცოდნისა და შესაძლებლობების წარმოჩენა-განვითარებას ცდილობენ. 

ამჯერად, მოსწავლეები გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“ ჩაერთნენ, იაქტიურეს და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. მეხუთე კლასის მოსწავლეთა გუნდმა „მესი“ თამაშში წარმატებით იასპარეზა, მუნიციპალურ ტურში შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვების შემდეგ მონაწილეობა მიიღეს ფინალურ ტურში და შესაბამისი სერტიფიკატითა და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203