კოჭბანის საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები მოეწყო
27-04-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კოჭბანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა დედამიწის დღე აღნიშნეს. 

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

ისინი ამ დღის მნიშვნელობას უკეთ გაეცნენ და სკოლის ეზოში ყვავილები დარგეს.

აქტივობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.

დღე მოსწავლეთათვის საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

დედამიწის დღე ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება, ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება  გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად 1970 წელს აღინიშნა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203