„იგლუ“ - ციხისძირის საჯარო სკოლის მერვეკლასელებმა საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავეს
27-04-2023

ჯემალ ქათამაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს მოტივაციის ამაღლების მიზნით, მრავალფეროვან გაკვეთილებს უტარებენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ფიზიკის გაკვეთილზე, მოსწავლეებმა პედაგოგ დალი მიქელაძის ხელმძღვანელობით, საინტერესო კომპლექსური დავალებაზე იმუშავეს, რომლის თემა გახლდათ „იგლუ“ .

მოსწავლეებმა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისას, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ის საინტერესო ინტეპრეტაციით შეასრულეს.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და დავალებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს, რაზეც სკოლა ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203