„დედამიწა ჩვენი სახლია“ - მრავალფეროვანი გამოფენა ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში 
27-04-2023
ტყიბულის N6 საჯარო სკოლის VI და VI კლასების მოსწავლეებმა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, გამოფენა დევიზით - „დედამიწა ჩვენი სახლია“, მოაწყვეს. 

კლასების, დამრიგებლები - ელისო ბერძული და მაკა სოფრომაძე, გახლავთ, გამოფენას კი, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი ელისო ბერძული ხელმძღვანელობდა. 

მოსწავლეებმა, თემატური ნახატები მოამზადეს და შემეცნებითი ხასიათის პრეზენტაცია გამართეს, ასევე მათ, დედამიწის დღის დაარსების შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს საინტერესო ინფორმაციები გაუზიარეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ბავშვებმა კარგად იციან ამ დღის მნიშვნელობა და ცდილობენ თავიანთი წვლილის შეტანას დედამიწის გაჯანსაღების საქმეში.

შეგახსენებთ, რომ დედამიწის დღე ყოველწლიურად, 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203