ბასილეთის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე საინტერესო შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა
28-04-2023

გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. ამ მიმართულებით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

ამ მნიშვნელოვან გარემოსდაცვით დღესასწაულს სკოლაში სხვადასხვა აქტივობა მიეძღვნა. 

V- VI  კლასებმა, მასწავლებელ შორენა აბრამიძესთან ერთად, საინფორმაციო შეხვედრა მოაწყვეს, ნახეს ანიმაციური ფილმი - „ადამიანი, რომელიც ხეებს რგავდა“  და დაამზადეს კედლის გაზეთი.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, განხორციელებული აქტივობები ემსახურება მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებასა და ბუნებაზე ზრუნვის უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203