ბასილეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედაენის დღეს შემეცნებითი აქტივობები მიუძღვნეს
27-04-2023
გურამ უჯმაჯურიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლაში დედაენის დღე შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა. 

მოსწავლეებმა დამწერლობის წარმოშობასა და განვითარების ეტაპებზე ისაუბრეს, ბარბარიზმები და ენაზე მათი ნეგატიურ გავლენა განსაზღვრეს, ასევე, კედლის გაზეთები დაამზადეს და ფილმს - „იავნანამ რა ჰქმნა“, უყურეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი ინტერესით ჩაერთნენ და ერთმანეთს ქართული ენის სრულყოფილად ცოდნის, მისი სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა და ერის თვითმყოფადობის შენარჩუნებაში მისი როლი შეახსენეს.

შეგახსენებთ, რომ 1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გააცნობიერა‚ რომ მხოლოდ ორი გამოსავალი იყო - სისხლისღვრა ან დათმობა და მოსკოვი იძულებული გახდა დაეთმო. ამ მოვლენების გამო 14 აპრილი დედაენის დღედ გამოცხადდა.

იხილეტ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203