ხონის N2 საჯარო სკოლაში აღდგომის დღესასწაულს საინტერესო საგანმანათლებლო აქტივობები მიეძღვნა
26-04-2023

აკაკი ჩხენკელის სახელობის ქალაქ ხონის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მრავალფეროვანი რესურსები დაამზადეს.

ინგლისური ენის მასწავლებლის, ალისა ჩარკვიანის ხელმძღვანელობით IVბ, VIბ და XIა კლასის მოსწავლეები გაეცნენ მოკლემეტრაჟიან ფილმს - „სააღდგომო ტრადიციები ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში“. 

ფილმის ნახვის შემდეგ IVბ და VIბ კლასის მოსწავლეებმა, შთაბეჭდილებების მიხედვით საინტერესო და განსხვავებული ნახატები შექმნეს.

ხოლო XIა კლასის მოსწავლეებმა, რეფერატი დაწერეს, საკმაოდ რთული დავალების მიუხედავად, მოსწავლეებმა დაკისრებულ ვალდებულებას თავი საკმაოდ კარგად გაართვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203